საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 8 118 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 680 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, „პისიარ“ ტესტით – 3 264.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,41%, ბოლო 14 დღის – 21,6%, ბოლო შვიდი დღის – 17,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 623 672 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 547 531 გამოჯანმრთელდა, 16 338 კი, გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.