საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 545 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 605 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 350, „პისიარ“ ტესტით – 30 255.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 015 592 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 943 212 გამოჯანმრთელდა, 14 555 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 632 527 აცრა, დღიურად აცრილია 9 340.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 386 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 896 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.