საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 711 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 196, „პისიარ“ ტესტით – 13 515.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,31%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 9,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 999 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 931 507 გამოჯანმრთელდა, 14 481 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 612 313 აცრა, დღიურად აცრილია 2 290.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 500 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 092 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.