საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 945 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 419, „პისიარ“ ტესტით – 18 526.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,32%, ბოლო 14 დღის – 5,38%, ბოლო შვიდი დღის – 6,03%.

კარანტინის რეჟიმშია 50, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 487 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.