საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283. კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 147 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × three =

Akismet ანტისპამი