საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვაკლა 11 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 758 შემთხვევა, მათ შორის 265 114 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 510-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 27 885 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 18 814, პისიარტესტი – 9 071.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 323 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 472, კლინიკურ სასტუმროში რჩება 171 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven − 2 =

Akismet ანტისპამი