საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 566 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 700, „პისიარ“ ტესტით – 5 631.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,52%, ბოლო 14 დღის – 3,74%, ბოლო 7 დღის – 3,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 057 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 916 გამოჯანმრთელდა, 3 306 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 149 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × five =

Akismet ანტისპამი