- საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9083 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 796, პისიარ-ტესტით – 4 287.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 805 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 232 993გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი.