- საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 455, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1 600 პირი.