საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + 17 =

Akismet ანტისპამი