საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.