საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

  • საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.