საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.