საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა


  • საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 873-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + nine =

Akismet ანტისპამი