- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 551 413 აცრაა ჩატარებული.
ამავე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 45.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 40.7%.
ამავე მონაცემების თანახმად, “ბუსტერ” დოზა გაკეთებული აქვს 84 792 ადამიანს.
8 იანვარს 5 001 ადამიანი აიცრა.