საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულენი რუხში „ჩემი მორდუ“-ს  სტუმრობდა


  • საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა თომას მიულენმა, ზუგდიდში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან  და  ბერტა ფონდ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელ სალომე ადამიასთან ერთად,  რუხში  არსებულ მულტიფუნქციურ სერვისცენტრს “ჩემი მორდუ” – საც ესტუმრა.

„ჩემი მორდუ“-ს  ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ირაკლი ქოჩუამ საქართველოში ავსტრიის ელჩს დეტალურად გააცნო პროგრამები, სერვისები და სტუმრებს მულტიფუნქციური სერვისცენტრი დაათვალიერებინა.

რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ,,ჩემი მორდუ” საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“- ს ინიციატივით აშენდა. ეს არის სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს მოემსახურებიან და სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. მულტიფუნქციური სერვისცენტრი ჯამში 100 ბენეფიციარს მოემსახურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.