საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის


  • მაშინ, როდესაც თანმიმდევრული რეჟიმი ყველა სფეროში დაირღვა, ერთმნიშვნელოვნად ეს განათლების სექტორზეც აისახა. ამ რეალობის გათვალისწინება და პირობებზე მორგება მოუხდა საქართველოს უნივერსიტეტს, ოპერატიულად გადაერთო ონლაინ სწავლებაზე, მისი ყველა ღონისძიება სწორედ, რომ ონლაინ სივრცეს მოარგო.

გარდა, უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებისა, უნივერსიტეტი მუდმივად სთავაზობს ახალგაზრდებს სხვადასხვა გასართობ პროექტებს, რომ შეზღუდული და დატვირთული პერიოდი შეუმსუბუქოს.

გათამაშებები, ონლაინ კურსები, სახალისო ვიქტორინები თუ სხვა. საქართველოს უნივერსიტეტის პროექტებზე ჩვენთან, რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.

-თუ შეიძლება, დეტალურად გვიამბეთ, თქვენი შეთავაზებების შესახებ-აბიტურიენტებისთვის.

-პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევის და ჩვენთან ჩაბარების შემთხვევაში უმაღლესი დონის განათლება, ეს ის შეთავაზება და გარანტიაა, რომელსაც არასდროს ვღალატობთ, დასტურად კი ბოლო დროინდელი ვებომექტრისის კვლევა მინდა მოვიშველიო, რომლის თანახმადაც კერძო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს ვიკავებთ, ამ სტატუსს კი მუდმივი შრომის ფასად ვიღებთ.

მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ ახალი რეალობა შექმნა, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად მოვერგეთ, გარდა იმისა, რომ მთელი სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ჩვენი გასართობი პროექტები თუ სხვა ღონისძიებები აგრეთვე ონლაინ სივრცეში ჩაეშვა. წელსაც, ტრადიციულად, აბიტურიენტებს შევთავაზეთ მოსამზადებელი კურსი, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები ონლაინ ატარებენ აბიტურიენტებისთვის ლექციებს, ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდები სრულიად უფასოდ ემზადებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში, იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ.

საქართველოს უნივერსიტეტის ახალი პროექტის ფარგლებში, წიგნები გადავეცით გიორგი კეკელიძესა და ლადო აფხაზავას, რომელთაგანაც მხატვრულ ლიტერატურას მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს გადასცემენ, ხოლო  პროფესიულ წიგნებს მასწავლებლებს, რაც  მნიშვნელოვნად დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის გამარტივებაში. მითუმეტესს ახლა, როცა ასეთი ლიტერატურის მოძიება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

-და რაც შეეხება გასართობ, გამახალისებელ პროექტებს?

-დიახ, რაც შეეხება გართობას, აქაც საინტერესო და სახალისო შეთავაზებები გვაქვს, მთავარი მხოლოდ ის არის, რომ აბიტურიენტებმა ჩვენს ოფიციალურ გვერდს თვალი ადევნონ.

საქართველოს უნივერსიტეტის აიტი სკოლის სტუდენტების მიერ შექმნილი მობილურ თამაშში „UGenius“ ვათამაშებთ ipone 12 -ს, ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც უყვარს მობილური თამაშები შეუძლია ამ მარათონში ჩაერთოს და გამარჯვების შემთხვევაში ipone 12 – ის მფლობელი გახდეს. თამაშში ჩასართავად კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ აბიტურიენტებმა აპლიკაცია საკუთარ გაჯეტებში ჩამოტვირთონ.  გარდა პირველი ადგილისა, ამ თამაშში მონაწილეები სხვადასხვა კრიტერიუმებით დასაჩუქრდებიან.

ამასთან, უნივერსიტეტმა სახალისო კონკურსი გამართა, სადაც აბიტურიენტებს, ერთი ფოტოს დახმარებით უნდა აღეწერათ კარანტინის რეჟიმი, პრიზად კი გამარჯვებულმა პოლაროიდი დაიმსახურა.

არ ვღალატობთ ტრადიციას და წელსაც გამოვავლენთ, უფასო სწავლების გამარჯვებულ აბიტურიენტს, ახალგაზრდებმა მთავარია თვალი ადევნონ ჩვენს ღონისძიებებს და აქტიურად ჩაერთონ პროექტებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.