საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება


  • სამეგრელო ზემო სვანეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, 14.00-სთ-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გუბერნიის შენობაში, გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა პირველი წუთების შემდეგ მედიისთვის დახურული იქნება.

არც ისაა ცნობილი, თუ რა არის პრეზიდენტის ზუგდიდში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. მისი დღის წესრიგიდან გაჟღერდა მხოლოდ ის, რომ ზურაბიშვილი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, აუტისტური სპექტის ზუგდიდელი ახალგაზრდის სახელოსნოს ეწვევა. ამ ინფორმაციას, ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!