საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს


  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა.

მიუხედავად სამქულიანი სხვაობით მარცხისა, საქართველოს ნაკრებისთვის ეს შედეგი წარმატების მისაღწევად საკმარისი იყო.

ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინფორმაციისთვის: 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ზაფხულში ჩატარდება.

ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.