27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა


  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით, 27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.

“ხაჭაპურის ტრადიციაა, რიტუალის და დღესასწაულის გამოხატულებაა. არც ერთი სადღესასწაულო სუფრა არ გაიმართება ხაჭაპურის გარეშე. ყველაზე დემოკრატიული ყველა ასაკის და გემოვნებისთვის მოსარგები. ხაჭაპური , როგორც ეროვნული კერძიიმდენად ღრმად არის გამჯდარი ქართველის გენში რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში გაბნეულ ქართველებში ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება.

ხოდა, ასეთ იდეას გთავაზობთ საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, “გუნდა” და გოგა ჩანადირი. ამ დღეს მიუძღვნება ერთდღიანი კამპანია ხაჭაპური ბავშვებისთვის.

იდეის მიზანია, კვების დაწესებულებებმა, რომლებიც ამ დღეს ხაჭაპურს გაყიდიან (იმერული, მეგრული, აჭარული, კუბდარი, ფხლოვანი, ხაბიძგინი, ლობიანი, ფენოვანი და ასე შემდეგ), 20 თეთრი გადარიცხონ დიმიტრი ცინცაძის ფონდში, რათა თანხა მოხმარდეს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების გამოჯანმრთელებას.

უმორჩილესად ვთხოვ კვების დაწესებულებებს, შეურთდნენ ამ წამოწყებას და ასევე, თქვენც გთხოვთ, შეიძინოთ ხაჭაპური იმ ბარ-რესტორნებისგან, რომლებიც იდეას მხარს უჭერენ, რათა ქველმოქმედებისთვის უფრო მეტი თანხა შეგროვდეს”.-აღნიშნულია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!