რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ მოქალაქეებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ზოგადად ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.