თენგიზ ჯგუშია გუბერნატორის გათავისუფლებაზე


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ლიდერი, თენგიზ ჯგუშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას გათავისუფლებას ასე ეხმაურება: “მოხსნესო … 🙂  როგორც თავის დროზე სამეგრელოს ტირანმა დედოფალმა გურანდუხტმა ყაჩაღ ომარ მარღანიას გლეხობაზე ტერორის სანაცვლოდ სადადიანოს დიდი ნაწილი ოფიციალურად მიუჩინა სათარეშოდ და საპარპაშოდ, 

ასევე მთელი ექვსი წლის განმავლობაში შონია ივანიშვილისგან სრული კარტ-ბლანშით მფარველობდა და მეთოდურად აძლიერებდა კონტრაბანდულ ბიზნესებს სამეგრელოში, კლავდა თვითმმართველობას, აყალბებდა არჩევნებს, ძარცვავდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ანადგურებდა ტყეების მასივებს, ეწეოდა კორუფციის და ნეპოტიზმის კულტივირებას, დაგეგმილი მკვლელობების ორგანიზებას …

და თურმე მხოლოდ “მოხსნეს”, დაასვენეს …

მოხსნა ბაირამობაა ამისთვის.
დასაჭერია ეს თაღლითი კონტრაბანდისტი და ინტელექტუალური იმბეცილი!!!

სიტყვა არ დაუსველებია ბახტაძეს საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუ რატომ მოხსნა, – იქნებ “კარგად” მუშაობდა და გადაიღალა … 😉

გადაავლეთ თვალი ამ პოსტს და მიხვდებით, რატომ არის კვირიკაშვილი უარესის ღირსი შონიასთვის თავის დროზე ამ ყველაფრის პატიებისთვის და სახელმწიფოს და ხალხის მიმართ დანაშაულებზე თვალის დახუჭვისთვის!!!”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!