სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში


  • დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში, სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აა(ი)პ ბაღების გაერთიანების დირექტორი, ხათუნა თოლორაია უძღვებოდა. შეხვედრაზე, ბაღის გამგეებმა, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამეს და ახალი სასწავლო წლისათვის განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის მთავარ გამოწვევად, პანდემიის პირობებში, აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მაღლი ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებაა.

აა(ი)პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: ,,კოვიდ პანდემიით გამოწვეული, რთული, გამოწვევებით სავსე სასწავლო წლის შემდეგ, ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. მაქსიმალურად, ვცდილობთ, ბაღში აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!