სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო


  • „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება:

▪︎ თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: info@idp.gov.ge

პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + two =

Akismet ანტისპამი