სასახლის საყმაწვილო თეატრმა (ხელმძღვანელი მერაბ კაკალია) წარმოადგინა სპექტაკლი ,,მორფი’’ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. პრემიერის დამთავრების შემდეგ, მაყურებელს დიდი ხანი არ დუტოვებია დარბაზი. საზოგადოებამ გამოთქვა აზრი, რომ სასურველია, ეს სპექტაკლი ნახონ ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა.
როლებში მონაწილეობდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრის წევრები: გიორგი არღვლიანი, გიორგი გახარია და თამთა ბასარია.
ახალგაზრდა მსახიობებს კმაყოფილი მაყურებელი სასახლის შენობასთან დაელოდა და მადლიერება მათ მიმართ ტაშითა და ოვაციებით გამოხატა.