სასახლელების მორიგი წარმატებები


 თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში ,,საქართველოს სამეფო თასზე“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის წარმატებით წარსდგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის  სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი“.
ინდივიდუალურ პირველობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს: ანი კვარაცხელიამ, აზუკა ნარმანიამ, ნინი თორდიამ, ანანო ახალაიამ და ნინი არქანიამ. II ადგილი – მეგი როგავამ, ანი დარსანიამ, ანანო ახალაიამ და ლიზი ვაშაკიძემ. III ადგილი -კესო ჯაბუამ და ნინი როგავამ.
წყვილებში I ადგილი მოიპოვეს: ლევან ქობალიამ და ანი კვარაცხელიამ. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი მოიპოვეს – ვატო და ტატა ჭკადუებმა, ლუკა გობეჩიამ და ნინი როგავამ, ტატო ქირიამ და მეგი როგავამ (ხელმძღვანელები: მაია შამათავა და გოჩა კაპანაძე).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.