საახალწლო საჩუქრები ბენეფიციარებისათვის


ახალი წლის წინა დღეებში, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, ტრადიციულად, მიიღებენ 20 დასახელების პროდუქტისგან შემდგარ სასაჩუქრე პაკეტს. “ზუგდიდელებთან” საუბარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ აღნიშნა, რომ წელს, პირველად, სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 102 მრავალშვილიანი ოჯახი. 
ასევე სასურსათო პროდუქტებს მიიღებს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 7 ვეტერანი, დედ-მამით ობოლი 9 ბავშვი და 100 წელს გადაცილებული 12 ბენეფიციარი. ერთი პაკეტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 ლარს. პაკეტებში მოთავესებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი, სხვადასხვა ბურღულეული, ზეთი, თაფლი, კვერცხი, ჩიჩილაკი, შოკოლადი, კარამელი, ლიმონათი, ვაფლის ტორტი. ცოტათი განსხვავებულია ომის ვეტერეანების კალათა, – მათ დაემატებათ წითელი ღვინო და ხორცის კონსერვი. ეს პროდუქტები მოთავსდება სპეციალურად დამზადებულ ჩანთებში და 30, ან 31 დეკემბერს სახლში მიუვათ ბენეფიციარებს. მთლიანობაში, გამგეობამ სასაჩუქრე პაკეტებისათვის სატენდეროდ გამოყო 8962 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!