- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტებს დაარიგებენ.
“ჩვენ ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, ზუგდიდში შევქმენით გარკვეული აქტივები, მათი დახმარებით შევისყიდეთ პროდუქტები, რათა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დავეხმაროთ პირველადი სასურსათო პროდუქტებით. დაახლოებით 1 400 სასაჩუქრე პაკეტი არის გამზადებული სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. საუბარია შშმ პირებზე, სმენადაქეითებულ და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეებზე, იმ ადამიანებზე რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება ჩვენი მხრიდან, ასევე დაბალქულიან სოციალურად დაუცველ ოჯახეზე. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ბიზნესმენებთან ერთად, კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ ეს ოჯახები,”-განაცხადა მერმა.
მერის ინფორმაციით, ოჯახებს მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაარიგებენ