სანდრო სორდია: “ენმ”-ს პოზიცია კონტრავერსიულია და ეწინააღმეგებიან საკუთარ თავს

  • ზუგდიდის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სხდომის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

“დროებითმა სამანდატო კომისიამ საკრებულოს სრულ შემადგენლობას წარუდგინა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კანონიერად, რასაც კენჭისყრის პროცედურის დროს ყველა მხარემ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა განცხადება საჯაროდ, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეს არის კონტრავერსიული მსჯელობა. ისინი არგუმენტებში ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. რაც შეეხება მხარეებს, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან საკრებულოს სხდომათა დარბაზში მე იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებლიან პოზიციას გამოიჩენენ და არ გაწირავენ ჩვენს ქალაქს კრიზისისთვის. პროცედურულად, თუ არ მიიღებს
“ქართული ოცნების” გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილოებას კენჭისყრის პროცედურაში სხდომა სავარაუდოდ გადაიდება და ხელახლა უნდა მოხდეს კანდიდატების დასახელება. მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ქალაქის ინტერესები იქნება ყველა სუბიექტისთვის პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და ყველა ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქის წინსვალს შეუწყობს ხელს.”

სანდრო სორდიას განმარტებით, თუ მომდევნო სხდომაზე ვერ მოხერხდა კენჭისყრა, გამოდის რომ ქალაქს კრიზისისთვის წირავენ, ამას კი არ დაუშვებენ.

“ჩვენ შევთავაზებთ ქალაქის ინტერესებისთვის საჭირო პოზიციებს, შევთავაზებთ იმას, რომ არ უნდა მოხდეს ქალაქის გაჩერება. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება ამ ფერხულში”, – განმარტა დავით სორდიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.