ზუგდიდის საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ხელმძღვანელის არჩევა ქვორუმის არქონის გამო გადაიდო, რადგან სხდომა ასევე, დატოვეს “გახარია საქართველოსთვის” წევრებმა.

საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საკრებულოს სხდომა ვერ გაგრძელდებოდა:

“რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ ღებულობენ ისეთ პროცედურულ საკითხებში მონაწილეობას, როგორიცაა საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევა, საკრებულოს აღარ ჰქონდა ქვორუმი, ანუ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ნახევარზე მეტი ხმა, რაც 23 ხმას შეადგენს. საკრებულოს სხდომა რეგლამენტის შესაბამისად გადაიდო ერთი კვირით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!