სამეგრელოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 პირს ეტლები გადაეცა


  • სენაკის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 მოქალაქეს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა. საჩუქრები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს საერთაშორისო ასოციაციამ “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” გადასცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფრმაციით, ბენეფიციარებს ახალი ეტლები ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ, ლუდუკ ხასიამ, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.