სამეგრელოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტონე სივრცეში იმყოფება – 126 ადამიანი.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 61 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 მოქალაქე,

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი,

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 4 პაციენტი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 27 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი – 42 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 12 პირი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – ხობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი. ის მკურნალობას რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × three =

Akismet ანტისპამი