- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 121 კოვიდპაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 11.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 25 პაციენტი, მათ შორის მძიმე 7.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 28 პაციენტი.
“სენაკი ლაზიკა” მედი – 40 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 720 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 49 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ხობის მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.