- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.
პრემიერის გადაწყვეტილებით რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.
გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს.