სამეგრელოს პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1972 წელს დაბადებული თ.ს. და 1985 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 777 ვაზნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.
 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × five =

Akismet ანტისპამი