სამეგრელოს გუბერნატორი უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ზუგდიდელი ახალგაზრდების ოჯახებს უსამძიმრებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვუსამძიმრებ ახალგაზრდების ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. რთულია, ამ დროს ვიპოვოთ სანუგეშო სიტყვები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ზუგდიდის მერიასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას, რომლის გადარჩენაც ჩვენმა გმირმა მაშველებმა შეძლეს.”- აღნიშნულია რწმუნებულის ოფიციალურ გვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!