სამართალდამცველებმა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში, დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის,  თბილისის,  კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების  ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები,  მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“,  201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”,  „გამომშრალი მარიხუანა“,  „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.

პოლიციამ, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის  საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 17 =

Akismet ანტისპამი