სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის


  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოალაციაში გადადის.

“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს  გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.