საკრებულოში დიდი მატებაა ხელფასებზე


ქ.ზუგდიდის საკრებულომ, დღეს, თავის მორიგ სხდომაზე, 12 საკითხი განიხილა. წარმატებული და რეიტინგული, მათგან ერთ-ერთი აღმოჩნდა – რომლის საფუძველზე,   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრა. მარტივად რომ ვთქვათ, საახალწლოდ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ. დაბალი თანამდებობის პირთა ნაწილის ხელფასმა 80%-ით მოიმატა, ხოლო მაღალი თანამდებობის პირთა კი, მხოლოდ 10-20%-ით. შესაბამისად, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები ასე გამოიყურება:

,,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერის მოადგილე- 2 500 – 2 500 ლარი- (მანამდე – 2 050 ლარი);

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე – 2000 – 2000 ლარი(მანამდე – 1 500 ლარი );

 

აპარატის უფროსი და სამსახურის უფროსი – 2000 – 2000 ლარი (მანამდე -1 490 ლარი);
განყოფილების უფროსი – 1500 ლარი (მანამდე – 800 ლარი);

 

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 300 ლარი (მანამდე – 800 ლარი);

 

მთვარი სპეციალისტი – 1000 ლარი (მანამდე- 580 ლარი);

 

წამყვანი სპეციალისტი – 900 ლარი (მანამდე- 550 ლარი);

 

უფროსი სპეციალისტი – 800 ლარი (მანამდე-520 ლარი);

 

სპეციალისტი- 700 ლარი (მანამდე- 500 ლარი)” http://www.smoge.org/?p=17678

 

 ამ ეტაპზე, არ გაზრდიათ ხელფასები ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მათ თავიანთ მოადგილეებზე, მხოლოდ 250 -250 ლარით მეტი აქვთ ხელფასი. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბათლომე შელიამ და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ სხდომამ ხმათა უმრავლესობით საკითხი დადებითად გადაწყვიტა. 

სხდომას არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლძე, რომელმაც არ დააყოვნა და ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ემოციურად გამოეხმაურა: ,ღმერთს ვთხოვე არასოდეს გამაკეთებინოს იგივე”…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.