საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბოდიშის მოხდას ითხოვს


დღეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში საკრებულოს შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო კვარაცხელიამ ბრიფინგი გამართა. დეპუტატობის კანდიდატი საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს  „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატისგან დავით ვერავასაგან.

ნინო კვარაცხელიას თქმით, წუხელ რეგიონალურ ტელევიზიაში გამართულ დებატებში, „თავისუფალი დემოკრატების”  კანდიდატმა იცრუა, როცა მას დასდო ბრალი თითქოს, მერიაში მუშაობის დროს,  ის განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან გამოცდის ჩაუბარებლობის გამო.

„მე ბატონმა დავითმა მომაყენა მორალური შეურაცხყოფა პირდაპირ ეთერში და მინდა გავასაჯაროვო ჩემი საატესტაციო გამოცდების ქულები. მე მოვითხოვ მისგან ბოდიშის მოხდას. თუ გავასაჯაროვებდი ჩემს ქულებს, ის საჯაროდ მომიხდიდა ბოდიშს.  საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე არის „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბატონი ნუგზარი, ის არასოდეს დაინტერესებულა მერიაში დაკავებული თანამდებოების პირებს ქონდათ თუ არა საატესტაციო გამოცდები ჩაბარებული“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=S-C6J8NBHe4[/embedyt]

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა კვარაცხელიას გათავისუფლება სამსახურიდან, ის შემდეგნაირად პასუხობს: „ მე ვიყავი სამართლიანი ადამიანი, იქ დანიშნულ ხალხზე მქონდა მკვეთრი პროტესტის გრძნობა.  2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის, ეს ყველამ იცის, ვინც ჩვენ ხელკეტებით გვებრძოდა, ის ხალხი დააყენეს წინა პლანზე”.

კვარაცხელიასათვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ვერავა და  საპასუხო განცხადებას ავრცელებს:

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო კვარაცხელიას დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების პასუხად მინდა ვთქვა, რომ არავითარი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურ სიმართლეს შეიცავდა. პირიქით, ქალბატონ კვარაცხელიას აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც დღეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
ქალბატონ ნინოს მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უკავშირდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებს, სადაც მან მეორე ეტაპზე (ტესტირება) ვერ მიიღო მინიმალური ზღვრის დამაკმაყოფილებელი ქულა, რათა გადასულიყო შემდეგ ეტაპზე. მის მიერ დღეს წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მხოლოდ მის არა ქალაქ ზუგდიდის, არამედ აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საატესტაციო-საკონკურსო გამოცდაზე მიღებულ შედეგებს, სადაც მისი რეზულტატი შეადგენს მინიმალურ 33 ქულას, რაც დასტურდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც მან წარადგინა.”

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!