საინფორმაციო ბანერები ქალაქში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ქალაქის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერების – LightBox-ების მონტაჟი მიმდინარეობს!
საინფორმაციო ბანერზე განთავსეულია ინფორმაცია ქალაქის ქუჩების, ღირსშესანიშნაობების და ზუგდიდთან ახლოსმდებარე ტურისტული ობიექტების შესახებ. ბანერი სამენოვანია და იგი ინფრომაციას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შეიცავს.
მსგავსი ბანერი ქალაქის ტერიტორიაზე ხუთ ადგილას განთავსდება: – ქალაქის შემოსასვლელში, ზვ. გამსახურდიას ქუჩაზე (კრისტალ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე), იუსტიციის სახლთან, რკინიგზის სადგურთან და მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე (სვანურ კოშკთან).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.