საია თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული საწარმოების შესახებ


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული საწარმოების, საერთაშორისო პრაქტიკისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭირვალობის სტანდარტების თაობაზე.

შეხვედრაზე  ისაუბრეს სახელმწიფოს საწამოს განმარტებაზე და შექმნის მიზეზებზე, სახელმწიფო საწარმოების სფეროებზე, საწარმოების მმართველობის მოდელებზე,  სახელწიფოს საწარმოთა მართვაზე, ასევე  ანტიკორუფციული პროგრამის მიღების მიზეზებზე, მიზნებზე და მიმართულებებზე, კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე.

საიას იურისტის სულხან სალაძეს თქმით, საქართველოში არსებულ საწარმოებს, რომელიც თვითმმართველ ქალაქებში არსებობს, არ გააჩნია კორუფციის დოკუმენტი, დირექტორებისა და მენეჯერების დანიშვნა კონკურსის წესის გარეშე ხდება, ეთიკისა და აუდიტის დოკუმენტები არ არსებობა. ამ დოკუმენტების ნაწილის შექმნის ვალდებულება კანონმდებლობითაც არ არის განსაზღვრული, მაშინ, როდესაც მილიონობით ლარის ქონების გადაცემაზეა საუბარი. მისი თქმით, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ადგილი ჰქონდეს კანონდარღვევას და კორუფციულ გარიგებას. სალაძის აზრით, საჭიროა  სოციალური საწარმოების შექმნა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!