საია დევნილთა უფლებებზე


დღეს, ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გამართა შეხვედრა: ,,რეგიონში არსებული ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“. შეხვედრაზე ისაუბრეს  დევნილების უფლებებზე. კერძოდ: სახელმწიფოს ვალდებულებაზე დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ოჯახში ძალადობაზე და მის წინააღმდეგ მოქმედ მექანიზმებზე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;  საკუთრების უფლების დაცვაზე; დაზარალებულის უფლებებზე.
ასევე წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: საერთაშორისო, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.