საიას ზუგდიდის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება


15 აპრილს, ზუგდიდში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ჩამოდის. წინასწარი ინფორმაციით ის საიას ზუგდიდის ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ხუხუა, პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.