საზოგადოებამ უნდა იცოდეს (video)


მერიაში ახალი ტრადიცია ინერგება.  როგორც კოლეგებთან საუბრისას განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ, ზუგდიდის მერიაში სიახლე დაინერგა-ყოველი ორი თვის შემდეგ მერიის სამსახურები მედიისთვის შეაჯამებენ გაწეულ მუშაობას.

 

იგივე განაცხადა მერმა ირაკლი გოგოხიამ, მისი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას აკეთებს მერია და რის გაკეთებას აპირებს მომავალში და სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ დღეს.  შეხვედრაზე ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია განახორციელა ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსმა  თამარ სოსელიამ. მისი თქმით, მერია ამჟამად 13 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის უფასო სასადილოების მოწყობა, უსახლკაროთა ბინით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველების ერთჯერადი დახმარება და სხვ. მისივე თქმით, მერია მომავალი წლიდან გეგმავს გაზარდოს სოციალურ პროგრამათა რაოდენობა.
თამარ სოსელიას განმარტებით, მერიის სოციალურ სამსახურში ორი თვის განმავლობაში, მოქლაქეების 80-მდე განცხადება შევიდა. განმცხადებელთა უმრავლესობა ბინით უზრუნველყოფას, სოციალურ სააგენტოსთან შუამდგომლობას, უფასო სასადილოში რეგისტრაციას, სახლების შეკეთებას და ერთჯერად დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, მერიამ სოციალურ სააგენტოსთან, რვა მოქალაქეს უკვე უშუამდგომლა.
დღესვე აღინიშნა, რომ მერია უსახლკაროთა ხელახალი რეგისტრაცია იწყებს და 60 ოჯახს , 100 ლარის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფს.
მერიის შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში მოქმედებს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.