დაპირისპირება


დღეს, “ევრაზიული კავშირის” წევრებმა  ზუგდიდში “ნატო”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან პლაკატები გაშალეს წარწერით – “არა ნატოს”, “არა ომს”.  აქციის მიმდინარეობისას “ევრაზიული კავშირის” წევრებთან “თავისუფალი ზონის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.მათ პლაკატები წაართვეს აქციის მონაწილეებს. აღნიშნულ ინციდენტსმათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებმაც დააკავეს ,,თავისუფალი ზონის” წევრები. მოგვიანებით, სასამართლომ მათ  100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

“ევრაზიული კავშირის” წევრები აცხადებენ, რომ ეს იყო “თავისუფალი ზონის” მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მათი განცხადებით, დღეს ისინი გამოვიდნენ, რომ გაეპროტესტებინათ და გამოეთქვათ საკუთარი პოზიცია “ნატოს” შესახებ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!