ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის მუზეუმში გადააბრძანეს


  • ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – დედაღვთისას კვართი მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ლიტანიობით გამოაცილეს.

სადღესასწაულო ლიტანიობის თანხლებით, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის გადაბრძანება ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვით განხორციელდა. სიწმინდე, რომელიც საუკუნეებია სამეგრელოს მთავართა სასახლეშია დაცული, მომდევნო წლამდე კვლავ მუზეუმის მუდმივ საცავსა და საგამოფენო სივრცეს დაუბრუნდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 2 =

Akismet ანტისპამი