საბა გაბედავა: “მე კოლხეთში დავიბადე, მიჩქეფს სისხლი კოლხური…”


  • ზუგდიდელი, ახალგაზრდა შემოქმედი საბა გაბედავა თბილისის ღია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ პოეზია მისთვის მამოძრავებელი ძალაა.

საბა გაბედავა: “მე გახლავართ ერთი რიგითი ჯარისკაცი სამშობლოს სადარაჯოზე. რაც შეეხება წერას, ღრმა ბავშვობიდან მახსოვს პოეზიასთან კავშირი. პოეზია ჩემთვის თავისუფლებას, სულიერ სიმშვიდეს ნიშნავს. ლექსი იდუმალი, ღვთაებრივი წამებიდან იბადება, რომელიც საოცარ შეგრძნებას ანიჭებს შემოქმედს. მინდა გითხრათ, რომ პოეზია ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა, რომლიც მე მაძლიერებს”.

ჩქიმი სამარგალო

მე კოლხეთში დავიბადე,
მიჩქეფს სისხლი კოლხური.
სამეგრელოს ვენაცვალე,
მიყვარს მისი ჩონგური.

ისტორია და კულტურა,
ტრადიცია ძველებური.
სასახელო წინაპრებმა,
დაგვიტოვეს სიყვარული.

ამაყი ვარ ჩემო ძმაო,
აქ რომ მიდგას ფესვები.
აბა სხვა რით გავიხარო,
მეგრულს შემოვევლები.

მიორს ჩქიმი სამარგალო,
მისი კუთხე კუნჭული.
მარად მინდა ვასახელო,
მშობლიური მამული!

საბა გაბედავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!