რუხში საავადმყოფო შენდება


რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოინახულეს.  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების  და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაშისამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.

ამ დროისთვის, უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი; გაკეთებულია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და  დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება. ამჟამად, მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი მუშაობს, ყველა-ადგილობრივი. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება.

მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 30 თვეში დასრულდება. მშენებლობას საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

წყარო:  http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/546deb760cf2dcf31ef10b47

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.