რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 17 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 188 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 49 ადამიანი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა ბომონდში იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 26 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი 108 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 102 მოქალაქე.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 341 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით რუხის საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილებს შორის ორი – 57 და 73 წლის მამაკაცები ზუგდიდის მცხოვრებლები იყვნენ. კიდევ ერთი 57 წლის პაციენტი ჩხოროწყუს და 42 წლის მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრი იყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.